Posts

წითელა

Image
როგორია წითელას სიმპტომები? წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს  სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში.  გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც. მკურნალობა ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი,  ხაჭო ,  კეფირი ,  ასკილის  ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 19 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვ...