Skip to main content
წითელა
- როგორია წითელას სიმპტომები?

წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში. გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც.
მკურნალობაჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 19 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.რა დაავადებაა წითელა?წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით და სერიოზულ გართულებებს იწვევს. წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.
2. რამდენად საშიში დაავადებაა წითელა?წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი . განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი - 3%-6%. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ და ფატალურად დამთავრდეს.
Comments
Post a Comment